საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ცხადდება კონკურსი

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის    N 320/01-01 20/11/2024 ბრძანება)  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა);
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2024 წლის 26 თებერვლიდან 2024 წლის 12 აგვისტომდე)  სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა).
  5. 2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2024 წლის 26 თებერვლიდან 2024 წლის 12 აგვისტომდე) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები  (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები) დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ
  6. დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.

 

საბუთები მიიღება:  22-26 ნოემბერი 17საათამდე  VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ

 

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება: 28 ნოემბერი

აპელაცია:  29 ნოემბერი 13სთ-მდე

საბოლოო შედეგები გამოცხადება:  არაუგვიანეს  2 დეკემბრამდე

გისურვებთ  წარმატებებს!

თარიღი: 21/11/2024